პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაითავისებენ მცენერეთა მოვლის უნარ–ჩვევებს।
პროექტის სრული აღწერა:
- მოსწავლეებში მოტივაცის გამოწვევის მიზნით ვუჩვენებ ქართულ მხატრულ ფილმს ,, ნერგები''http://www.fesvebi.com/home/film/id/56 ვიმსჯელებთ ფილმის იმ ეპოზოდებზე, რომელიც ადამიანის სიკეთესა და ნერგების დარგვაზეა। ისტ–ის გამოყენებით მოიძიებენ ანდაზებს შესაფერის თემატიკაზე. http://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
- ხელოვნებისა და ბუნების მასწავლებლებთან ერთად ბუნების ახლოს გაცნობის მიზნით მოვაწყობ ექსკურსიას ტაბაკანის მონასტერში . ბუნების წიაღშივე დახატავენ ბავშვები ბუნების პეიზაჟებს და მოვაწყობთ ამ ნახატების გამოფენა–გაყიდვას და აღებული თანხით დავეხმარებით სკოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახის ბავშვებს.
- სკოლის ეზოს ნიადაგის შესწავლის მიზნით მოვაწყობ ეზოს დათვალიერებას. მოსწავლეები თავიანთი უფროსი და-ძმის და მშობლების დახმარებით მოიძიებენ ნერგებს და მოვაწყობთ შაბათობას სკოლის ეზოს გასალამაზებლად. მოსწავლეები დამოუკიდებლად დარგავენ ნერგებს და სისტემატურად იზრუნებენ მათ მოვლაზე.
მონაწილეთა ასაკი: 7-8 წ. II კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერ; ეკრანი; პროექტორი; თაბახის ფურცლები; მარკერები; ექსკურსია სკოლის ეზოში და ახლომდებარე მონასტერში ტაბაკინში.
მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას): სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოს გალამზება გამშვენიერება. მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია, გამოფენა–გაყიდვა. ყოველწლიურად მოეწყობა მოსწავლეებიდან თითო ხის დარგვა.
სარგებელი სხვებისათვის: სუფთა გარემოს შექმნა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან (სხვა საგნებთან კავშირი):
- ამოიცნობენ მიზნობრივ ტექსტებს.
- გაიხსენებენ ანდაზებს შესაფერის თემატიკაზე.
- მონაწილეობენ ჯგუფურ აქტივობებში.
- დიალოგის უნარის განვიარება.
ბუნება
- საქართველოს ტყეებში გავრცელებულ ხის ზოგიერთ სახეობას.
- ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვების უნარის განვითარება.
- ტყისადმი დადებითი ემოციური დამოკიდებულების გამომუშავება.
- შთაბეჭდილებების გაზიარება.
- პრაქტიკული სამუშაოს შესრულება (ნერგების დარგვა).
- მონაწილეობა გამოფენის ორგანიზებასა და ნამუშევრების განხილვაში.
პროექტის ფასილიტატორის ელ। ფოსტა: ekaterinegiorgidze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: ekaterinegiorgidze@blogspot.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: ekaterinegiorgidze@blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий