среда, 21 июля 2010 г.

ეკატერინე გიორგიძე

პროექტის სახელი: ბუნება და სიკეთის ქმნა
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაითავისებენ მცენერეთა მოვლის უნარ–ჩვევებს।
პროექტის სრული აღწერა:
  • ხელოვნებისა და ბუნების მასწავლებლებთან ერთად ბუნების ახლოს გაცნობის მიზნით მოვაწყობ ექსკურსიას ტაბაკანის მონასტერში . ბუნების წიაღშივე დახატავენ ბავშვები ბუნების პეიზაჟებს და მოვაწყობთ ამ ნახატების გამოფენა–გაყიდვას და აღებული თანხით დავეხმარებით სკოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახის ბავშვებს.
  • სკოლის ეზოს ნიადაგის შესწავლის მიზნით მოვაწყობ ეზოს დათვალიერებას. მოსწავლეები თავიანთი უფროსი და-ძმის და მშობლების დახმარებით მოიძიებენ ნერგებს და მოვაწყობთ შაბათობას სკოლის ეზოს გასალამაზებლად. მოსწავლეები დამოუკიდებლად დარგავენ ნერგებს და სისტემატურად იზრუნებენ მათ მოვლაზე.
    მონაწილეთა ასაკი: 7-8 წ. II კლასი
    ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
    პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერ; ეკრანი; პროექტორი; თაბახის ფურცლები; მარკერები; ექსკურსია სკოლის ეზოში და ახლომდებარე მონასტერში ტაბაკინში.
    მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას): სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოს გალამზება გამშვენიერება. მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია, გამოფენა–გაყიდვა. ყოველწლიურად მოეწყობა მოსწავლეებიდან თითო ხის დარგვა.
    სარგებელი სხვებისათვის: სუფთა გარემოს შექმნა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
    სამუშაო ენა: ქართული
    საგნებთან (სხვა საგნებთან კავშირი):
ქართული
  • ამოიცნობენ მიზნობრივ ტექსტებს.
  • გაიხსენებენ ანდაზებს შესაფერის თემატიკაზე.
  • მონაწილეობენ ჯგუფურ აქტივობებში.
  • დიალოგის უნარის განვიარება.

ბუნება
  • საქართველოს ტყეებში გავრცელებულ ხის ზოგიერთ სახეობას.
  • ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვების უნარის განვითარება.
  • ტყისადმი დადებითი ემოციური დამოკიდებულების გამომუშავება.
ხელოვნება
  • შთაბეჭდილებების გაზიარება.
  • პრაქტიკული სამუშაოს შესრულება (ნერგების დარგვა).
  • მონაწილეობა გამოფენის ორგანიზებასა და ნამუშევრების განხილვაში.
პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: ეკატერინე გიორგიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ। ფოსტა: ekaterinegiorgidze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:
ekaterinegiorgidze@blogspot.com